ჩვენს შესახებ
Alex Nord-ალექს ნორდ გაჩნდა იმ შთაგონებით და მოტივით, რათა შევქმნათ საუკეთესო და უნიკალური. რაღაც, რაც არ გავიწყდება და არც მეორდება. ჩვენ ვაცოცხლებთ და ვაერთიანებთ მსოფლიო ცივილიზაციებს, ხელოვნებას და ისტორიას. თითოეული ნივთი არის ერთადერთი და უნიკალური, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ზუსტი ასლი არ მეორდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ ნიმუშები თანამედროვე ტექნოლოგიების მინიმალური ჩარევით და სწორედ ამიტომ თითოეული ნივთი ატარებს თავის სულს და გამოიყურება ისე, როგორც გამოიყურებოდა მისი წინაპრის შექმნის ეპოქაში.
ზოგიერთი ეგზემპლიარი შესაძლოა არ ასახავდეს ისტორიულ სინამდვილეს, ან იყოს სხვადასხვა პერიოდის, კულტურის ან სულაც ტიპის ნაზავი და სწორედ ესაა ერთ-ერთი რამ, რაც განასხვავებს სხვა შაბლონური ქმნილებებისაგან.
ჩვენ, არ ვაკოპირებთ სხვის ნამუშევრებს, არ ვქმნით წინასწარ ესკიზებს. ყველაფერი კეთდება ზეპირად. იხვეწება და ფორმირდება მუშაობის პროცესში.
და ბოლოს. თუ ფლობ ამ ნივთებიდან ერთ-ერთს, მაშინ ზუსტად იცი, რომ ეს ის ერთადერთია, რომელიც მხოლოდ შენ გაქვს!