წრთობამდე დარბილებულ პირზე ხელით ნაკვეთი ზოომორფული ხარის გამოსახულება, რომლის ინსპირაცია გახლავთ გამოქვაბულის მხატვრობა.
ხარი, მრავალ კულტურაში და მათ შორის ქართულშიც, განასახიერებს ნაყოფიერების, ძალის და სიცოცხლის სიმბოლოს.
დამზადებულია მაღალნახშირბადოვანი ფოლადის, ნატურალური ტყავის, ძვლის და რქის ელემენტებით.